როგორ დავსაქმდეთ უცხოურ ბაზარზე

საზღვარგარეთ მუშაობა საინტერესო შესაძლებლობაა, რომელიც ახალი კულტურის გაცნობას, კარიერულ ზრდას და ფართო პროფესიულ ქსელს გთავაზობთ. თუმცა, უცხოურ სამუშაო ბაზარზე შესვლა გააზრებულად დაგეგმვასა და დანიშნულების ქვეყნის კულტურული, სამართლებრივი და პროფესიული ნიუანსების გააზრებას მოითხოვს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • სამიზნე ბაზრის კვლევა

ინდუსტრიის მოთხოვნა: რომელი ინდუსტრიები ვითარდება და რომელს ერგება თქვენი გამოცდილება? მაგალითად, IT, ჯანდაცვასა და ინჟინერიას შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მოთხოვნები ახასიათებდეს.

ეკონომიკური ტენდენციები: გაეცანით ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და სამუშაო ბაზრის სიჯანსაღეს. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები დასაქმების მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობენ.

ადგილობრივი დასაქმების კანონები: დარწმუნდით, რომ გესმით სამუშაო ვიზის მოთხოვნები, მინიმალური ხელფასის პოლიტიკა და თანამშრომელთა უფლებები. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული რეგულაციები აქვს.

დასაქმების ვებგვერდები: გამოიყენეთ სხვადასხვა ვებგვერდები, როგორიცაა LinkedIn, Glassdoor, ან სპეციალიზებული სამუშაო პორტალები შესაბამის ქვეყანაში, რათა გაზომოთ მოთხოვნა და ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილები. 

  • რეზიუმე/CV-ის ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობა

ყველა ქვეყანას რეზიუმეებისა და CV-ების საკუთარი პრეფერენციები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კომპანიას მოკლე, ერთგვერდიანი რეზიუმეები ურჩევნია, სხვები შეიძლება უპირატესობას დეტალურ CV-ებს ანიჭებდნენ. შესაბამისად, აუცილებელია თქვენი რეზიუმე ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, მათ შორის, გასათვალისწინებელია:

ფორმატის კორექტირება: მაგალითად, აშშ-ში, რეზიუმეები, როგორც წესი, მოკლეა და ორიენტირებულია მიღწევებზე, ხოლო ევროპაში უფრო ხშირია CV დეტალური ინფორმაცია განათლებისა და გამოცდილების შესახებ.

ადგილობრივი ენა: თუ შესაძლებელია, თარგმნეთ თქვენი რეზიუმე ადგილობრივ ენაზე (განსაკუთრებით არაინგლისურენოვან ქვეყნებში). ამ გზით, შეძლებთ მათი კულტურისადმი პატივისცემის გამოხატვას.  

საუბრის ტონი: გამოიკვლიეთ სამიზნე ბაზრისათვის შესაბამისი ტონი და სტილი, რომლის მიხედვითაც სამოტივაციო წერილს შეადგენთ. ზოგიერთ ქვეყანაში ფორმალური ტონია მიღებული, ზოგან კი უფრო თავისუფალ საუბრის ტონს აფასებენ. 

  • სოციალური ქსელის შესაძლებლობები

ბევრგან, კონტაქტების ქსელის შექმნა გადამწყვეტ როლს თამაშობს სამუშაო ადგილის მოპოვებისას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია: 

დაესწროთ ინდუსტრიაში პოპულარულ ღონისძიებებს: კონფერენციები, სავაჭრო გამოფენები და შეხვედრები შესანიშნავი ადგილებია პოტენციურ დამსაქმებლებთან შესახვედრად და თქვენთვის სასურველ ქვეყანაში ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ რეალური ინფორმაციის მისაღებად.

გაწევრიანდეთ ემიგრანტთა და თქვენი სფეროს პროფესიონალთა ჯგუფებში: ქვეყნების უმრავლესობას ექსპატებისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული თემები ჰყავს. სასურველია შეუერთდეთ მსგავს ონლაინ ჯგუფებს (LinkedIn, Facebook) და გაიცნოთ ახალი ადამიანები. აქ, გასათვალისწინებელია, რომ LinkedIn არის საერთაშორისო ქსელის ფასდაუდებელი ინსტრუმენტი. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი ოპტიმიზირებულია თქვენი სამიზნე ბაზრისთვის დამახასიათებელი საკვანძო სიტყვებით.

  • კულტურული განსხვავებების გაგება

კულტურული ცნობიერება საზღვარგარეთ მუშაობისას საკვანძო საკითხია. დამსაქმებლებს სურთ ისეთი კანდიდატები მოძებნონ, რომლებსაც არა მხოლოდ საჭირო უნარები აქვთ, არამედ სამუშაო კულტურასთან ადაპტაციაც შეუძლიათ.

სამუშაო ეთიკა: ქვეყანაში არსებული მიდგომის გააზრება სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის, პუნქტუალურობისა და იერარქიის მიმართ, დაგეხმარებათ უკეთ მოერგოთ თქვენს დასაქმების ადგილს.

ინტერვიუს ეტიკეტი: ინტერვიუს სტილი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში საკუთარი მიღწევებზე მოკრძალებული საუბარია მიღებული, ზოგან კი უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვენ.

  • მზადყოფნა საწყისი დონის პოზიციებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მიზანი შეიძლება საშუალო ან უფროსი დონის პოზიციის დაკავება იყოს, ხანდახან უფრო ადვილია საწყისი დონით ან სტაჟირებით დაიწყოთ. ეს განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, თუ თქვენ ძალიან კონკურენტუნარიან უცხოურ ბაზარზე აპირებთ შესვლას. ასეთ დროს, ქვედა დონის სამუშაოზე დასაქმება საშუალებას გაძლევთ ადგილობრივი გამოცდილება შეიქმნათ, რაც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წინსვლისა და განვითარებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *